ენმ-ის ლიდერებმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავში, ბაზრის ტერიტორიაზე, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
” რეალურად თუ გინდა ნახო როგორ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობა, ამ შემთხვევაში როგორ ცხოვრობენ თელაველები, აქ უნდა დაელაპარაკო ადამიანებს. იმ კაბინეტებიდან, რომელ კაბინეტებშიც ჩაიკეტა ხელისუფლება, „ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლება, იქიდან, სადაც მილიონებს შოულობენ ამასთან ერთად და მდიდრდებიან ყოველდღიურად, იქიდან არ ჩანს ყველაფერი კარგად, მაგრამ მათ არც აქვთ სურვილი, რომ ადამიანების პრობლემებით დაინტერესდნენ. დღეს არის ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის კახეთში, მთელ საქართველოში და 26 ოქტომბერს სწორედ ამისთვის ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამო დაისადგუროს ისეთმა ცხოვრებამ, სადაც რეალურად მშრომელი ადამიანის შრომა იქნება დაფასებული.“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ბოტკოველის თქმით, დღეს ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მათ შორის, კახეთშიც და სწორედ ამიტომ,ერთხელ და სამუდამოდ რომ დაფასდეს თითოეული ადამიანის შრომა, 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად უნდა დასრულდეს ივანიშვილის რუსული რეჟიმი.