მომავალ წელს ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად 20 მლნ ლარი დაიხარჯება. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 2023 წლის ბიუჯეტში აღნიშნული უკვე გათვალისწინებულია.
„20 მილიონ ლარს გავითვალისწინებთ ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო აპარატურის ნაწილობრივ შესყიდვაზე“, – ამბობს მინისტრი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ელექტრონული არჩევნების ჩატარება 2024 წლიდან იგეგმება.