საქართველოში იმპორტი ქართული პროდუქციის ექსპორტს 3,5-ჯერ აღემატება. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში 11,981 მლრდ დოლარის პროდუქცია შეიძინა, ექსპორტზე კი (ადგილობრივი ექსპორტი) მხოლოდ 3,406 მლრდ-ს ღირებულების გაყიდა.
გთავაზობთ Top-10 პროდუქტს, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ (2022 წლის იანვარ-ნოემბერი)
ადგილობრივი ექსპორტი
მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 932,894 მლნ დოლარი
ფეროშენადნობები – 448,304 მლნ დოლარი
სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 249,137 მლნ დოლარი
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 231,896 მლნ დოლარი
მინერალური და მტკნარი წყლები – 103,389 მლნ დოლარი
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 95,150 მლნ დოლარი
თხილი და სხვა კაკალი – 86,324 მლ დოლარი
ელექტროენერგია – 84,338 მლნ დოლარი
მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა – 78,561 მლნ დოლარი
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 76,042 მლნ დოლარი
იმპორტი
მსუბუქი ავტომობილები – 1,391 მლრდ დოლარი
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1,235 მლრდ დოლარი
მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 725,437 მლნ დოლარი
ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – 373,559 მლნ დოლარი
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 360,687 მლნ დოლარი
სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 262,490 მლნ დოლარი
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 159,936 მლნ დოლარი
სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 110,713 მლნ დოლარი
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 107,303 მლნ დოლარი
სატვირთო ავტომობილები – 91,899 მლნ დოლარი