Home რეგიონი ეკოსისტემის სერვისების დარუკებასთან დაკავშირებით ყვარელში შეხვედრა გაიმართა

ეკოსისტემის სერვისების დარუკებასთან დაკავშირებით ყვარელში შეხვედრა გაიმართა

ორგანიზაცია CENN-მა სამუშაო შეხვედრა გამართა ეკოსისტემის სერვისების დარუკებასთან დაკავშირებით, რომელიც CENN-ის ინიციატივის ,, საზოგადოებრივი ჩართულობის გაუმჯობესება (IPPA) ტყის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში“ ფარგლებში ხორციელდება.

ინიციატივა მიმდინარეობს GIZ-ის პროექტის – ,,საქართველოში ტყის რეფორმის სექტორის განხორცილების მხარდაჭერა ECO.Georgia “-ს ფარგლებში.

ღონისძიება რეგიონში არსებულ ეკოსისტემების სერვისების გამოვლენისა და აღნიშნული სერვისების დარუკების შესახებ წარიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და საკითხით დაინტერესებული პირები.