Home დღის ამბები სპორტი „ევრო 2024“-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

„ევრო 2024“-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ფეხბურთში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიის და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ორი საგზურისთვის იბრძოლებს.

შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ამავე წლის ნოემბერში დასრულდება.