ევროპისკენ შებრუნებულ საქართველოს შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი twitter-ში წერს. ის ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“ქართველებმა გაგვაგონეს თავიანთი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.
ევროპისკენ შებრუნებულ საქართველოს შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”, – წერს მაკრონი.