აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით დღეს – 8 აგვისტოს საქართველოს კონტროლირებად მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
შესაბამის განკარგულებას პრემიერმა ხელი 7 აგვისტოს მოაწერა.
შეგახსენებთ- 2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო,ხოლო დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლია დატოვება მოუწია თითქმის 150 000-მა პირს, მათგან დღემდე დევნილობაში 30 000-მდე ადამიანი რჩება.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.