დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ჯამურად 12 846 ადამიანია აცრილი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში აცრის გაკეთება შესაძლებელია “ფაიზერის” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებით; ქვეყნის მასშტაბით 24 კლინიკა მუშაობს.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ www.booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე -1522.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.