გურჯაანის მუნიციპალიტეტი ტურიზმის განვითარებასა და ტურისტების მოზიდვას აქტიურად უწყობს ხელს. ამ კუთხით განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა კი, მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ ობიექტებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.
სწორედ ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჯინის” ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დიდების მემორიალზე ბინოკულარი დამონტაჟდა, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს ალაზნის ველის ხედებით ისიამოვნონ.
პროექტის ღირებულება 20 000 ლარია და ის მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მემორიალის ტერიტორიაზე 5 ახალი სკამი დაიდგა, ორი ბანერი გაკეთდა და განათება დამონტაჟდა.
ტელესკოპით სარგებლობის ღირებულებაა 1 ლარი.