დედოფლისწყაროში, ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერ, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში 16 ჰა. ფართობზე შენდება ახალი რეკრეაციული ზონა, ეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები, სპორტული და საბავშვო, გასართობი ინფრასტრუქტურა.
პარკში გაკეთდება ტბა. განახლებული სარეკრეაციო ზონა მიზიდულობის ცენტრი გახდება სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ჩამოსული ვიზიტორებისთვის.
ცნობისთვის- პროექტი ,,განახლებული რეგიონების” , ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 14 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.