დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან ერთად წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება და თანამედროვე სტანდარტების საფეხმავლო ტროტუარების მოწყობა ზემო ქედი-არხილოსკალოს დამაკავშირებელი გზის 8 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს.
პროექტი დასკვნით ეტაპზეა და აღნიშნული მონაკვეთის სრული რეაბილიტაციის შემდეგ წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდება.