Home რეგიონი დედოფლისწყაროს ახალი რეკრიაციული სივრცე შეემატა

დედოფლისწყაროს ახალი რეკრიაციული სივრცე შეემატა

დედოფლისწყაროს ახალი რეკრიაციული სივრცე შეემატა, რომელიც კახეთის რეგიონში, თავისი მასშტაბურობით გამოირჩევა.

ქალაქის ცენტრალური პარკი 16 ჰექტარზე გაშენდა. მოეწყო საფეხმავლო და ველო ბილიკები, სპორტული და საბავშვო, გასართობი ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე განთავსდა ხელოვნური ტბა.

დედოფლისწყაროს ახალ ცენტრალურ პარკში იმყოფებოდნენ – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა.

პროექტი ,,განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მისი ჯამური ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.

ცენტრალურ პარკში “რეზო და ბავშვების” კონცერტი ჩატარდა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა დაესწრო.