Home დღის ამბები და ვინჩის საიდუმლო – იტალიელი მკვლევარი ამტკიცებს, რომ მხატვრის დედა კავკასიის მთებიდან...

და ვინჩის საიდუმლო – იტალიელი მკვლევარი ამტკიცებს, რომ მხატვრის დედა კავკასიის მთებიდან მოტაცებული და შემდეგ მონად გაყიდული ქალი იყო

რე­ნე­სან­სის ეპო­ქის მხატ­ვრის, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის შე­სა­ხებ დღემ­დე ბევ­რი რამ ბუნ­დო­ვა­ნია. იტა­ლი­ე­ლი პრო­ფე­სო­რი, მკვლე­ვა­რი კარ­ლო ვეჩე ამ­ბობს, რომ არ­ქივ­ში იპო­ვა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც მტკიც­დე­ბა, რომ და ვინ­ჩის დედა იყო ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მთე­ბი­დან მო­ტა­ცე­ბუ­ლი ქალი, რო­მე­ლიც ჯერ კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში გა­ყი­დეს მო­ნად, ხოლო შემ­დეგ – ვე­ნე­ცი­ა­ში, შემ­დეგ ფლო­რენ­ცი­ა­ში ჩა­იყ­ვა­ნეს.

მკვლევ­რის თქმით, მხატ­ვრის დედა ჩერ­ქე­ზი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კარ­ლო ვე­ჩემ თა­ვი­სი ახა­ლი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა და ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის შე­სა­ხებ კი­დევ უფრო მწვა­ვე დის­კუ­სი­ას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

ვე­ჩეს თქმით, ფლო­რენ­ცი­ის არ­ქივ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა აქამ­დე უც­ნო­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი. ერთ-ერთ მათ­გან­ში კი სა­უ­ბა­რია მო­ნა­ზე, სა­ხე­ლად კა­ტე­რი­ნა­ზე და წე­რია, რომ ის მფლო­ბე­ლის ცოლ­მა, ჯი­ნევ­რამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ჯი­ნევ­რა ფლო­რენ­ცი­ე­ლი კა­ცის ცოლი იყო, რო­მელ­საც ჰყავ­და შავი ზღვის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჩაყ­ვა­ნი­ლი მო­ნე­ბი. მკვლე­ვა­რი ამ­ბობს, რომ რო­გორც დო­კუ­მენ­ტე­ბით ირ­კვე­ვა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ქალი ახალ­გაზ­რდა პი­ე­რო და ვინ­ჩის შეხ­ვდა.

ვეჩე აღ­ნიშ­ნავს, რომ დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც ქალ­ზეა სა­უ­ბა­რი, და­წე­რი­ლია პი­ე­რო და ვინ­ჩის მიერ, რო­მე­ლიც მხატ­ვრის მამა იყო და ის და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 1452 წლით, რო­დე­საც ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი და­ახ­ლო­ე­ბით, ექ­ვსი თვის უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

“თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი. არას­დროს მი­ფიქ­რია თე­ო­რი­ა­ზე, რომ ის (და ვინ­ჩის დედა) მონა იყო სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან. თვე­ე­ბი ვცდი­ლობ­დი იმის დამ­ტკი­ცე­ბას, რომ ამ სა­ნო­ტა­რო აქ­ტში ნახ­სე­ნე­ბი ქალი არ იყო ლე­ო­ნარ­დოს დედა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მე ვი­პო­ვე, ამა­ზე მი­უ­თი­თებ­და“, – თქვა ვე­ჩემ NBC News-სთან.

სხვა მეც­ნი­ე­რე­ბი ვე­ჩეს აღ­მო­ჩე­ნას სარ­წმუ­ნოდ ვერ მი­იჩ­ნე­ვენ და თვლი­ან, რომ მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით სა­უ­ბა­რი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ამ ეტაპ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქამ­დე ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნოდ მიჩ­ნე­უ­ლი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, მხატ­ვრის დედა იყო კა­ტე­რი­ნა დი მეო ლიპი, ობო­ლი, რო­მე­ლიც ფერ­მა­ში ცხოვ­რობ­და. ამ თე­ო­რი­ის ავ­ტო­რი ოქსფორ­დის უნი­ვე­რის­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი, მკვლე­ვა­რი მარ­ტინ კემ­პია, კემ­პის თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად ობო­ლი გო­გო­ნა პი­ე­რო და ვინ­ჩის­გან 1451 წლის ივ­ლის­ში და­ორ­სულ­და. რო­დე­საც მარ­ტინ კემპს ჰკი­თხეს, თუ რას ფიქ­რობ­და ვე­ჩეს “აღ­მო­ჩე­ნა­ზე”, მან თქვა – “მე მა­ინც ჩემს თე­ო­რი­ას ვუ­ჭერ მხარს.”