დღეიდან, დაუფასოებელ სურსათზე წარმოშობის ქვეყნის მითითება სავალდებულო გახდა.
დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა ის ინფორმაცია, რომლის დაუფასოებელ სურსათზე თვალსაჩინო ადგილას განთავსებაც სავალდებულოა. სავალდებულო გახდა სურსათზე პროდუქციის დასახელების, ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის ნივთიერებების შემცველი პროდუქტის ინგრედიენტების და წარმოშობის ქვეყნის მითითება.
ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქამდე სავალდებულო იყო წარმოშობის ქვეყნის მითითება მხოლოდ ხორცზე, განხორციელებული ცვლილებებით კი, სავალდებულოა ყველა სახის სურსათისთვის.