ტურნირი სოფ. ჭიაურის უბნებშორის მიმდინარეობდა და ორი კვირის მანძილზე გაგრძელდა. მონაწილეობას 5 გუნდი იღებდა. ფინალური შეხვედარა მე-5 ქუჩისა და წითელი გორის გუნდებს შორის გაიმართა. ძირითადი დრო 2:2 ანგარიშით დასრულდა, ხოლო 11 მეტრიან დარტყმებით გამარჯვება, მე-5 ქუჩის გუნდნა 4:2 ანგარიშით მოიპოვა.
ფინალში გასული გუნდები და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.