ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ყვარელში, საქართველოს დროშებით მოირთო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სკვერი და კუდიგორის ქუჩის ნაწილი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დარბაზში გაიმართა.
შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.