Home დღის ამბები სპორტი დათუნაშვილი სერბეთში წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

დათუნაშვილი სერბეთში წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ქვეყნის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ნომინანტებს შორის თვით ნოვაკ ჯოკოვიჩიც იყო. საუკეთესო ქალი სპორტსმენი მძლეოსანი ივანა ვულეტა გახდა.

2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ბელგრადში გაიმართა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონით კატეგორიაში დათუნაშვილმა ფინალში დანიელი ბისულტანოვი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

შეგახსენებთ, ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით მას შემდეგ ასპარეზობს, რაც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მას თავს დაესხა – 2019 წლის იანვარში საქართველოს ჩემპიონატზე გეგა გეგეშიძემ მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.