დავით სონღულაშვილი გაერთიანებული ოლქის 4 მუნიპალიტეტის 50-ზე მეტ სოფელში უკვე იმყოფებოდა. ამჯერად “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრში ჩავიდა და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო. დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობამ რამდენიმე პრობლემატური საკითხი დაასახელა, რომელიც სასმელ წყალსა და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ეხებოდა. თავის მხრივ, დავით სონღულაშვილმა ადგილობრივებს მისი გამარჯვების შემთხვევაში დასახელებული საკითხების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.