იცოდით მზის ღვთაებას რა გემრიელობებს უმზადებდნენ ჩვენი წინაპრები ?
იცოდით, რომ ხინკალი – მზისა და სიცოცხლის სიმბოლოა ? !
ხინკალი საქართველოში არა მხოლოდ გემრიელი კერძია, არამედ რიტუალური ტრადიცია.
როგორც არტოზანის შეფ მზარეული გვიმხელს მზის საიდუმლოს :
„ხინკალი უნდა იყოს 28 ნაოჭიანი. 28 მზის წელთა რიცხვია მზე ცის სფეროს დიდ წრეზე გარშემოვლას ზუსტად 28 წელი უნდება.
ხინკლის კუჭი ნიშნავს მზეს, ხოლო ნაოჭები – მზის სხივებს.
ხინკალს ჩვენი წინაპრები კვირადღეს, ანუ მზის დღეს, ამზადებდნენ
კვირა დღეს ძველ ქართულად “მზისა” ანუ “საუფლო დღე” ერქვა,
ამიტომ კვირა დღეს ჩვენთან არტოზანში ყველა სახის ხინკალი მზადდება, როგორც ქალაქური ასევე მთიულური, ქისტური, თუშური, ჩვენი ხინკალი არის როგორც საქონლის ღორის ასევე ცხვრის ხორცით შეზავებული, ასევე გვაქვს რძის პროდუქტების ნატურალური ნადუღის ხაჭოს თუ სულგუნის ხინკალიც .
კვირა დღე საუფლოა არტოზანი კი ამ დღისთვის განსაკუთრებულად ელოდება სტუმრებს .
ასე რომ ქებას ნახვა სჯობია, მოდი და გასინჯე ჩვენთან მზისა და სიცოცხლის სიმბოლო ხინკალი 28 ნაოჭით ! “