პრემიერის მიერ ხელმოწერილ სამართლებრივ დოკუმენტში წერია:
„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს მიეცეს უფლება, 2024 წლის 6 თებერვალს მომხდარი სტიქიის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანებული საერთო საცხოვრებლებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 541 750 ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის 6 თებერვალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის დროს 9 სოფელში – ჩალაუბანში, კარდენახში, ბაკურციხეში, ჯიმითში, ნანიანში, ზიარში, დარჩეთში, ქალაქ გურჯაანსა და სოფ.გურჯაანში ძლიერი ქარის შედეგად 73 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიებთან პირდაპირი ხელშეკრულებები გაფორმდება.