გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერი- გიორგი მაჭავარიანი, სოფელ კახიფრის, ვაჩნაძიანის და კალაურის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე ადგილობრივებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლის განხორცილებაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სურთ. სწორედ, მათ მიერ, ხმათა უმრავლესობით შერჩეულ პრიორტიტზე დაიხარჯება თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.
ცნობისთვის, წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 520 000 ლარია გამოყოფილი.