გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების ქვეპროგრამით, მიმდინარე წლის 3 თვეში, 124 ბენეფიციარმა ისარგებლა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 28 100 ლარი გაიცა.
ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები დევნილის სტატუსის მქონე და მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული: 0-18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, 0-18 წლის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი, 0-დან 7 წლის ჩათვლით ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი და 0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი.