გურჯაანის ტექნოპარკში, პროექტის “startup gurjaani “ ფარგლებში, მეორე შეხვედრა გაიმართა.
პროექტში, რომლის მიზანიც ახალგაზრდების მეწარმეობით დაინტერესება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, 15-25 წლამდე ასაკის ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობენ.
პროექტის ფარგლებში მონაწილე გუნდები იმუშავებენ ბიზნეს იდეებზე რომელიც შეეხება: ენერგეტიკას, ეკოლოგიას და მყარი ნარჩენების მართვას, სოფლის მეურნეობას.
ფინალურ ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო 3 იდეა (თითო-თითო მიმართულებიდან), და გადაეცემა ფულადი ჯილდო თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.
ცნობისთვის, პროექტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ახორციელებენ.