გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალში, გუნდების გამოსვლა ჟიურიმ შეაფასა, რომლის გადაწყვეტილებით, ფინალში სოფლების: ვეჯინის, ახაშნის, მუკუზნის, ჩუმლაყისა და ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას .
ნახევარფინალურ თამაშს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი დაესწრნენ.
ცნობისთვის, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის კულტურის ცენტრის ორგანიზებით 2018 წლიდან იმართება.