გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით, მიმდინარე წლის 3 თვეში, 166 -მა ოჯახმა ისარგებლა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 32 700 ლარი გაიცა.
” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით მოსრგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახი და/ან საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, თუ ოჯახის წევრთა 50% და მეტი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა, 18 წლამდე ასაკის, მეოთხე და ყოველ შემდეგ შვილზე ყოველთვიურ ფულად დახმარებას გულისხმობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.