Home ბლოგი გურჯაანში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი “გურჯაანი მეღვინეობის ქალაქი ” დაიხურვის ცერემონია გაიმართა

გურჯაანში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი “გურჯაანი მეღვინეობის ქალაქი ” დაიხურვის ცერემონია გაიმართა

გურჯაანში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი “გურჯაანი მეღვინეობის ქალაქი ” დაიხურვის ცერემონია გაიმართა.

სიმპოზიუმში ქართველ მოქანდაკეებთან ერთად, უცხოელმა ხელოვანებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც სპეციალური კომისიის მიერ შეირჩნენ.

სიმპოზიუმში მონაწილე მოქანდაკეებს: ვალერი ჯიქიას (საქართველო) , ჯუმბერ ჯიქიას (საქართველო), ლაშა ხიდაშელის (საქართველო), იროდიონ გველესიანის (საქართველო), ხოსე მიგელ ისლა სანსის (ესპანეთი) ვასილ ტატარსკის (უკრაინა) ჯიანგ ჩუს (ჩინეთი) დაკრისტოს ლანიტის (ბულგარეთი), გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა მადლობის სიგელები გადასცეს.

ღვინის თემატიკაზე შექმნილი კომპოზიციები, ქალაქ გურჯაანში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეშია განთავსებული და მათი ნახვა დამთვალიერებელს ნებისმიერ დროს შეუძლია