გურჯაანში, მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშების პირველ ტურში მონაწილეობას ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები იღებენ.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით- გურჯაანიდან ჩემპიონატში სოფელ ჯიმითის გუნდი ასპარეზობს, რომელიც შიდა მუნიციპალური ტურნირის გამარჯვებულია. ჯიმითის გუნდმა პირველი შეხვედრა საგარეჯოსთან გამართა და 3:0 გაიმარჯვა.
მეორე ტურის თამაშები 23 მაისს, ხოლო მესამე ტური 29 მაისს გაიმართება.
რეგიონულ შეხვედრებში გამარჯვებული გუნდი სასკოლო ლიგის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, სასკოლო ლიგის რეგიონულ ტურნირს გურჯაანი მასპინძლობს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.