გურჯაანში, კავკასიის უნივერისტეტის გასტრონომიული აკადემიის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით- Ამ ეტაპზე სასწავლო კორპუსის და კამპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
Სასწავლებელი 200 სტუდენტზე იქნება გათვლილი, სადაც მათ საშუალება ექნებათ მიიღონ განათლება, ცოდნა და გახდნენ თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო დონის კულინარები.
მშენებლობის პროცესი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა ირაკლი კუპრავამ, USAID -ის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ცნობისთვის, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის მშენებლობას- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.