გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების ჩართულობით, პროექტის „ახალგაზრდებისთვის თანამედროვე უნარებისა და კომპეტენციების განვითარება“ შემაჯამებელი ღონისძიება წარმატებით ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ მრავალთვიანი სისტემატიური მეცადინეობები დებატების ტექნიკაში. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი დებატ კლუბების მუშაობაში, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ საგანგებოდ გადამზადებული მასწავლებლები.
ახალგაზრდულ პროექტს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ახორციელებს.