ქალაქ გურჯაანში, გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, გამწვანების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა დიდების მემორიალის მიმდებარედ ცაცხვის და კიპაროსის ნერგები დარგეს.
აქციის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, ეკოლოგიის თემის პოპულარიზაცია და მეტი რეკრეაციული ზონის შექმნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.