Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანში ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით ბოლო 3 თვეში 85 – მა ოჯახმა...

გურჯაანში ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით ბოლო 3 თვეში 85 – მა ოჯახმა ისარგებლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის 3 თვეში, 85 – მა ოჯახმა ისარგებლა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 30 800 ლარი გაიცა.

” ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვი, რომლის ერთერთი მშობელი ასევე რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში ან არის დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.