გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი.
მომხდარზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.