გურჯაანში საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათთვის ყველა საინტერესო საკითხზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საძოვრებთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრა ქალაქ გურჯაანში, ტექნოპარკის შენობაში გაიმართა და მას, ფერმერებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლები, ადგილობრივი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე, ნინო წილოსანმა გურჯაანის ახლადგახნილი ტექნოპარკის შენობა დაათვალიერა და ფაბლაბს გაეცნო.