Home დღის ამბები გურჯაანში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები გაიფიცნენ.

გურჯაანში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები გაიფიცნენ.

გურჯაანში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები გაიფიცნენ.

მათ ორივე შესასვლელი კარი ჩაკეტეს და ვაჭრობა რამდენიმე საათი შეაჩერეს. გამყიდველები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ და შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.

მათი თქმით, გარევაჭრობის გამო ბაზარში არავინ შედის და პროდუქტი უფუჭდებათ. მოვაჭრეების თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. აქციის მონაწილეებს გურჯაანის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა შეხვდა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი