გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ლერი გელენავამ ა(ა)იპ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების“ 1 წლის ანგარიში მოისმინეს.
წლიური ანგარიში ა(ა)იპ – ის ხელმძღვანელმა ნატა რუაძემ წარადგინა. გაერთიანებაში ნოემბრის მდგომარეობით, 1691 აღსაზრდელი ირიცხება. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში განახლდა საყოფაცხოვრებო ინვენტარი და თანამშრომლებმა „ჰასპის“ პროგრამით გადამზადება გაიარეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება: სოფელ შაშიანში, ველისციხეში, ახაშენში, ჩუმლაყში (ორი), კოლაგსა და ნანიანში. ბაღების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.