ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროსგან მოპოვებული გრანტით – 26 800 ლარი, ორი ახალი ფორტეპიანო შეიძინა.
სამინისტრომ საგრანტო კონკურსის ” სამუსიკო სკოლების ინსტრუმენტების განახლება” გამარჯვებულები, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოავლინა.
ამასთან ერთად, გურჯაანის თვითმმართველობის მხარდაჭერით, სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ დამტებით შეიძინა 3 ახალი ფორტეპიანო.
სასიხარულოა, რომ ახალ სასწავლო წელს, გაერთიანების ხუთივე სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები, ახალი ინსტრუმენტებით დაიწყებენ.