ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში” სამუსიკო სკოლების ინსტრუმენტების განახლება” გაიმარჯვა.
მოპოვებული გრანტით, რომელიც 26 800 ლარს შეადგენს, სამუსიკო სკოლების გაერთიანება 2 ფორტეპიანოს შეიძენს.
ასევე, გურჯაანის თვითმმართველობის მხარდაჭერით, მოხდება დამატებით 3 ფორტეპიანოს შეძენა და გაერთიანებაში შემავალ ხუთივე სამუსიკო სკოლას თითო ახალი ინსტრუმენტი გადაეცემა.