გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართება ერთდღიანი კორპორატიული ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” უფროსი ასაკის მოთამაშეებისთვის
მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციამ/სამსახურმა ან დამოუკიდებელმა გუნდმა განაცხადი (გუნდის სახელწოდებით, გუნდის კაპიტნის სახელ-გვარით და საკონტაქტო ტელეფონის ნომრით) უნდა გააგზავნოს ელ-ფოსტაზე: paata.ick@gmail.com ან თან იქონიოს განაცხადი 25 ივლისს, თამაშის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე. რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია ტელეფონით, ნომერზე: 598552002
თამაშის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ამავე გვერდზე, ან ზემოთ მოყვანილ ელ-ფოსტაზე, ან დაგვირეკეთ ამავე ნომერზე, რის შემდეგაც მიიღებთ თამაშის დებულებას
ველით განაცხადებს და გელოდებით 25 ივლისს, 19:00 საათზე გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.