გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ 2252 აღსაზრდელისთვის სასურსათო კალათების გადაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.
თითოეული ოჯახისთვის 11 სახეობის პროდუქტი გადაცემა დღეს დაიწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 ათასი ლარი გამოიყო.
პირველ ეტაპზე, აღსაზრდელთა კვებისთვის მიმდინარე წლის მარტისა და აპრილის ნახევარში, სასურსათო კალათებისთვის, 128 ათასი ლარი უკვე დაიხარჯა.