Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები განიხილა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები განიხილა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილეებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საჯარო რეესტრის მიერ მუნიციპალიტეტში მიწის აზომვითი სამუშაოების მიმდინარეობას. აგრეთვე, განიხილეს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების საკითხები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათი შესრულების ვადებზე.