გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის 6 თვეში, 121 – მა ოჯახმა ისარგებლა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის,
ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 47 100 ლარი გაიცა.
ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვი, რომლის ერთერთი მშობელი ასევე რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.