გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვის საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა განიხილეს. ამასთან, სხდომაზე მოისმინეს შშმ პირებისთვის განსაზღვრული მერიის სოციალური პროგრამების შესახებ ანგარიში. შეხვედრაზე ისაუბრეს გურჯაანში არსებულ დღის ცენტრში გახსნილ სოციალური საწარმოს მაგალითზე.
შშმ პირთა უფლებების დაცვის საბჭო, რომელიც მერის დადგენილებით შეიქმნა წელიწადში ოთხჯერ შეიკრიბება. საბჭოს წევრები ახალ წინადადებებს განიხილავენ და მერს რეკომენდაციების სახით წარუდგენენ.