გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პროექტი „ახალგაზრდებისთვის თანამედროვე უნარებისა და კომპეტენციების განვითარება“ დაიწყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ახალგაზრდების ჩართულებით, გაიმართა პირველი დებატები თემაზე – „სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკური განვითარების ძირითადი საყრდენი საქართველოსთვის“.
პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
პროექტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს.