გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად, სოფელ ვაზისუბანში შიდა საუბნო გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში 1 600 მეტრი სიგრძის გზაზე ასფალტის საფარი იგება. უკვე დასრულებულია ორმხრივი სანიაღვრე არხის, ეზოებში შესასვლელებისა და ჩიხების მოწყობა.
ვაზისუბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 114 000 ლარია.