Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესა და სოფელ ახაშენში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა

მშენებლობის პროექტები ,,ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.7 მილიონი ლარით დაფინანსდა

100 აღსაზრდელზე გათვლილ ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყო რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარით აღჭურავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს

მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ჯამში, 32 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებდა, საიდანაც უკვე დასრულებულია 4 საბავშვო ბაღის მშნებელობა და 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. პროექტები ,,ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფობიუჯეტის მიერ 74 მილიონი ლარით ფინანსდება. პროგრამამთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს