Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მორიგი შეხვედრები სოფლებში: ველისციხე, ახაშენი, ჩუმლაყი და ყიტაანი ჩატარდა.

ადგილობრივებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მერის მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი შეხვდნენ და სოფელში არსებული საჭიროები განიხილეს. ადგილობრივემა, ხმათა უმრავლესობით, ის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს, რომლებზეც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა დაიხარჯება.

წელს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარაგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, 520 000 ლარია გამოყოფილი.