გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ნაგვის ურნების განლაგება მიმდინარეობს. სულ მუნიციპალიტეტში 240 ახალი ურნა დაიდგმება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 200 ერთეული ურნა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა. ხოლო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა “სენი” – 40 ახალი კონტეინერი გამოგზავნა.