Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები დაიწყო.

სოფლის საერთო კრებები გაიმართა სოფლებში: შაშიანი, ვაზისუბანი, მუკუზანი და ზეგაანი. ადგილობრივებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მერის მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომოდგენლები შეხვდნენ.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა სოფლის საჭიროებებზე იმსჯელეს და პრიორიტეტული საკითხები, რომლებზეც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა დაიხარჯება, ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

წელს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფრაგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, 520 000 ლარია გამოყოფილი.