გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს ახალ პროექტს – “გურჯაანის მუნიციპალიტეტის მარნები Google Map-ზე”.
როგორც ადგილობრივი მერია განმარტავს, პროექტის მიზანია Google Map-ის სისტემაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მარნების შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც მეღვინეობის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემისა და ტურიზმის განვითარებისთვის.
პროექტში ჩართვისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული მარნების წარმომადგენლებმა, უნდა შეავსონ მითითებული ბმული:
https://forms.gle/9V8toCKmapbzAKJAA
ცნობისთვის, განაცხადების მიღება 5 ივლისამდე გაგრძელდება.