Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი კრივში საქართველოს ჩემპიონს ჯული ცინაძეს შეხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი კრივში საქართველოს ჩემპიონს ჯული ცინაძეს შეხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი და მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა, კრივში საქართველოს ჩემპიონს ჯული ცინაძეს და მის მწვრთნელს გიორგი ელიკაშვილს შეხვდნენ.

14 წლის გურჯაანელმა მოკრივემ ჯული ცინაძემ, 20-25 თებერვალს, ქალაქ მარნეულში გამართულ საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ჩემპიონატზე, ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯული ცინაძეს მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობა მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს.